გრანდიოზული ფინალი და „რანინას“ გამარჯვებული
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გიორგი როსტიაშვილი წარდგება, რომელიც პირველი არხის მეგაშოუ „რანინას“ გამარჯვებული გახდა.
პოპულარული ტელეპროექტის მეორე სეზონის ფინალურ შოუს პირველი რესპუბლიკის მოედანმა უმასპინძლა, სადაც „რანინას“ დასრულების შემდეგ, სცენა ჩვენი კიდევ ერთი ცნობილი გადაცემის, „აკუსტიკის“ კონცერტს დაეთმო.