გორში ოქონობის დღესასწაულს აღნიშნავენ – დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნევა. დღესასწაულს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღნიშნავენ. ოქონის მშენებარე ტაძარში, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა და სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და ქალაქის ქუჩები აკურთხეს.
დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია, ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს ოცდამეორედ აღინიშნება. ოქონის ხატი თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ის 90-იან წლებში დაიკარგა. ხატი 2001 წელს „კრისტის“ აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის სპილოს ძვლის სამკარეთი, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.