გორში ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის ოფისთან აქცია გაიმართა – რას ითხოვენ ადგილობრივები

18:20, 30.12.2017

საპროტესტო აქცია გაიმართა გორში, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის ადგილობრივ ოფისთან. მოსახლეობა ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ქვითრების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, 2-ჯერ მეტის გადახდა უწევთ, მაშინ, როდესაც გაზის მოხმარება არ გაზრდილა.

გორის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თანხა ხელოვნურად არის მომატებული. მოსახლეობა საკითხით დაინტერესებას საგამოძიებო უწყებებს სთხოვს.

 

მსგავსი