გორში ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

გორში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა გორმედის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. 10 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა. პაციენტი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა. ექიმების განმარტებით, მას თავის ტვინის დაზიანება და სისხლჩაქცევები აქვს, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. საავადმყოფოში გადაყვანისას გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო.