გორის საკრებულოს სხდომა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გამართა დღეს გორშიც. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს საკრებულოს წევრი, მარლენ ნადირაძე, რომელმაც მოგვიანებით თავმჯდომარის მოადგილეები დაასახელა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობაში 40 წევრია, აქედან მხოლოდ ორი დეპუტატი წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას.