გორის ქალთა გუნდი გილოცავთ ახალ წელს
ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მუდმივი წინსვლის სურვილი არის ის, რაც გორის ქალთა გუნდს აერთიანებს, გადალახული სირთულეები, დიდი პროექტები და უფრო დიდი წარმატებები. ჰარმონიულად შერწყმული გამომსახველობითი ელემენტები მსმენელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ტრადიციები, სიახლეები და თაობები 1970 წლიდან.
მთავარი გამოწვევა კი 2026-ს უკავშირდება, გუნდი 165-გვერდიან ნაწარმოებზე იწყებს მუშაობას, რომელიც კომპოზიტორ გოგი ჩლაიძეს ეკუთვნის. იქამდე კი, გუნდი რამდენიმე სადღესასწაულო ღონისძიებისთვის ემზადება.