გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ტრანსპორტის გარეშე

ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები.

სოფლების ნაწილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე წელი საერთოდ არ ემსახურებოდა. ნაწილს ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა პრობლემა მისი მოძრაობის გრაფიკია. გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ადგილობრივები სოფლების მოსახლეობის კლებას პროგნოზირებენ.

ნინო ფისაძე არკვევდა, რა იწვევს პრობლემას და როგორ გეგმავს საკითხის მოგვარებას ადგილობრივი მთავრობა.