გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმის წევრები იმყოფებიან. ექიმების განცხადებით, ისინი მკურნალობის დინამიკას აკვირდებიან, რის შემდეგაც მოამზადებენ შესაბამის დასკვნას. მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს გარკვეული ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელიც მსგავსი ტიპის პაციენტებს არ ენიშნებათ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დღეს უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა. მისი განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.