გორი თეატრალურ ფესტივალ „როტონდას“ მასპინძლობს

12:29, 08.10.2026

გორი თეატრალურ ფესტივალ „როტონდას“ მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, ერისთავის თეატრი მაყურებელს 13 ოქტომბრამდე სხვადასხვა თეატრალური დასის წარმოდგენებით უმასპინძლებს. ფესტივალის პირველ დღეს წარმოდგენილი იყო მიხეილ თუმანიშვილის უკვდავი სპექტაკლი, „ბაკულას ღორები“ ; სპექტაკლმა, რომელიც 48 წელია რჩება კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში, ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალს ერისთავის თეატრის საპრემიერო წარმოდგენა დახურავს, რომლის შემდეგაც საქართველოს დამსახურებული არტისტის – ფატი ფულარიანის ვარსკვლავს გახსნიან. ფესტივალი „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი