Google Street View საქართველოში 

21:54, 28.03.2025

ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა მარტივდება.

2026 წლიდან ქვეყნის გამორჩეული ტურისტული ლოკაციების დათვალიერება 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებებით იქნება შესაძლებელი. მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ეკონომიკის სამინიტროს, ტექნოლოგიების სააგენტოსა და „გუგლს“ შორის მიმდინარეობდა წარმატებით დასრულდა. მსოფლიოს პოპულარული საძიებო პლატფორმის გადამღები ჯგუფი საქართველოში უკვე მუშაობს. ფოტოები, რომელიც „გუგლ სთრიით ვიუზე“ განთავსდება, ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს დისტანციურად დაათვალიერონ სასურველი ქალაქი და დაგეგმონ ტურისტული მარშრუტი. პროექტის მიზანი საქართველოს პოპულარიზაცია და ტურიზმის სექტორის განვითარებაა.

მსგავსი