„გონის თამაშები“ – პერსონალური გამოფენა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „გონის თამაშები“ გაიხსნა. ექსპოზიცია მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. გამოფენა აერთიანებს მხატვრის 48-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენის კონცეფცია ეფუძნება ადამიანის თანდაყოლილ სწრაფვას, შეიმეცნოს და გამოიკვლიოს გარემომცველი სამყარო.