გონიოს ციხის ტერიტორიაზე „რომაული ფესტივალი 2025“ გაიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „რომაული ფესტივალი 2025“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო რომაული ბანაკი, სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ორ სპორტულ სახეობაში: მშვილდოსნობას და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი გაიმართა ტურნირი „გონიოს თასი’“. მოეწყო ბაზიერების შოუ, „გლადიატორების ორთაბრძოლა“, რომაული ცეკვები და ცხენოსნების საჩვენებელი გამოსვლაც. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწნენ.