გომბორში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სოფელ გომბორში მოსახლეობამ გზა გადაკეტა და საგარეჯოს მერთან შეხვედრა მოითხოვა. მათი თქმით, სოფელში უკვე მრავალი წელია არსებობს სასმელი წყლის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მუნიციპალიტეტი არაერთხელ დაპირდა.

მოსახლეობის პროტესტის გამო, საგარეჯოს მერი სოფელ გომბორში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. მისი თქმით, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩავარდა, რის გამოც პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

გიორგი ერბოწონაშვილი მოსახლეობას უმოკლეს ვადაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.