გომბორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო

რვა პირველკლასელით შეხვდა საგარეჯოს რაიონში გომბორის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა ყოველ წელს მცირდება.  მიზეზი მიგრაციაა.

საჯარო სკოლაში დიდი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

დირექტორი სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხის გამოყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.