გომარეთობა 2026

12:33, 17.07.2026

სოფელ გომარეთში სახალხო დღესასწაული „გომარეთობა 2026“ აღინიშნა. დღესასწაული ტრადიციულად საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგაც საზეიმო განწყობამ სოფლის ცენტრში გადაინაცვლა. გომარეთის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმისა და ტრადიციული, ავთენტური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩატარდა შეჯიბრებები დოღში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში, რის შემდეგაც საზეიმოდ დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სპორტსმენები და საპატიო გომარეთელები. მსგავსი დღესასწაულები უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ხელს უწყობს ტრადიციების შენარჩუნებას, კუთხის პოპულარიზაციასა და სოფლის კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლებას. ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერებისა და სპორტული სანახაობების შემდეგ, საზეიმო დღე მასშტაბური კონცერტით დასრულდა.

მსგავსი