გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს

გოგო, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს. მაკო გომურს „ნიუ ჰოსპიტალში“ ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

გოგონამ ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თანატოლებს ბრძოლისაკენ მოუწოდა.

მაკო გომურს მოქალაქეებმა კნუტი აჩუქეს და მადლობა გადაუხადეს.