გიორგი ლეონიძის სახელობის, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება.
პროექტით გათვალისწინებულია შენობის გამაგრება, თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და შიდა კომუნიკაციების განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025-2027 წლებს მოიცავს და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გამაგრდება ნაგებობა და მოწესრიგდება ფასადი, მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია შენობის თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და რემონტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ლიტერატურის მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდები და მუზეუმის თანამშრომლები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებენ ბინას.