გოგიტა თოთოსაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

ამ წუთებში საბჭო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, გოგიტა თოთოსაშვილს უსმენს.

სხდომის დაწყებამდე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრები კანდიდატების ნაწილის ლობირებაში დაადანაშაულა.

ბრალდებებს არ იზიარებს დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც გასაუბრებას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, გასაუბრების არასამუშაო საათებში გაგრძელება ხდება იმ მიზეზით, რომ მალე მოგვარდეს უზენაეს სასამართლოში არსებული კრიზისი.