გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი დაკრძალეს

ქართველი მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი დღეს დაკრძალეს. ხელოვანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემია. სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზეც. ის იყო ტელევიზიის კინორეჟისორი და მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე. სხვადასხვა წლებში გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილს გადაღებული აქვს ფილმები- „პრემიერა“ , „ექსპერიმენტი“, „მთვარის გლობუსი“ და სხვა ნამუშევრები.