გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენა "აბრეშუმის გალერეაში"

“აბრეშუმის გალერეაში” მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი დაზგური ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი.

ნამუშევართა უმეტესობა მხატვარმა სტამბოლში ცხოვრების პერიოდში შექმნა, სადაც მას წლების განმავლობაში საკუთარი გალერეა და სახელოსნო ჰქონდა. გოგი ჩაგელიშვილის ნამუშევრების დათვალიერება, აბრეშუმის ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში, მნახველებს  15 იანვრამდე შეეძლება.