გოგა ონიანის საქმე

პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის აღიარება წლების შემდეგ.

გოგა ონიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პროკურატურის ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა აღიარა, რომ 2011 წელს ლევან მდინარაძის და დავით შათირიშვილის დაკავება პოლიტიკური ნიშნით – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის და პარტიის მაისურების დამზადების გამო მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სასამართლო პროცესი მედიისთვის ნაწილობრივ დახურული იყო.