კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ხაინდრავა ტელეკომპანიას, მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხაინდრავას თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, თითქოს კინორეჟისორი საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობას ახორციელებდა და ქრთამის სანაცვლოდ 2 000 ადამიანის შემოყვანაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც, მისი მტკიცებით, ოთხი მილიონი დოლარი მიიღო. გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცილისწამებაა და საქმე არა სამოქალაქო დავას, არამედ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. მოპასუხე მხარის, ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის განცხადებით, ისინი ხაინდრავას სარჩელს არ ეთანხმებიან. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 ივლისს გაგრძელდება.