გოგა ხაინდრავას განცხადება – შეფასება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. მიზეზი ხაინდრავას განცხადებით, შაბათის ფორმულაში მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ გასული ცილისმწამებლური სიუჟეტია, რომელიც მთლიანად სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებებს ეფუძნება. ხაინდრავა უარყოფს გადაცემაში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ შორის ბრალდებას, თითქოს მან „ქართული ოცნებისგან“ საჩუქრად მიიღო მიწის ნაკვეთები, და განმარტავს, რომ უძრავი ქონება 35 წლის წინ არის შეძენილი. რეჟისორის აცხადებს, რომ სასამართლოში თითოეულ ცრუ ბრალდებაზე ერთ მილიონ ლარს მოითხოვს. ხაინდრავა ასევე გეგმავს ფონდის დაფუძნებას, რომელიც დეზინფორმაციით დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს. გეგმაშია პარლამენტისადმი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვაც, რათა დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.