გოგა ხაინდრავას განცხადება

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შექმნილი ვითარება და პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, – ეს ის თემები იყო, რომლებზეც რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ამომრჩევლებისთვის საინტერესო კონფიგურაცია გაჩნდა, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ამოცანა, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, მეორე მხარეს კი, პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება.

დღესვე გოგა ხაინდრავა უგულავას დაკავებაზე საერთაშორისო რეაქციასაც გამოეხმაურა.