გოგა ხაინდრავას განცხადება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ორი დღის განმავლობაში მას თავს უკვე მეორედ დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოციალური ქსელებით გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირთა ჯგუფი ხაინდრავას სახლს კვერცხებს უშენს, დღეს კი რეჟისორის განცხადებით, მას ეკლესიასთან დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხაინდრავა ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებას სთხოვს. ცნობისთვის, გუშინ ინციდენტი მოხდა ქაშვეთის ეკლესიასთან, სადაც ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას ვატო შაქარიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 126-ე, ცემის მუხლით არის აღძრული.