გოგა ხაინდრავას განცხადება

აგვისტოს ომი ტრაგიკულთან ერთად, საქართველოს ისტორიაში არის სამარცხვინო, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში არღვევს ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მან ასევე, რუსული აგრესიის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.