გოგა ხაინდრავას განცხადება

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქართველი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისივე თქმით, საპასუხოდ უკრაინა ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. მაგალითად, მან უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება მოიყვანა. ხაინდრავას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს, მმართველმა გუნდმა კი რისკების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.