გოგა ხაინდრავას განცხადება

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, არსებობა უნდა შეწყვიტოს.

ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასაც გამოეხმაურა. ხაინდრავას თქმით, სააკაშვილმა საქართველოში შემოსასვლელად საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. კინორეჟისორის თქმით, სააკაშვილმა სასჯელის ვადა ბოლომდე უნდა მოიხადოს და მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ შეიწყალებს. მისი განცხადებით, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კანონის დარღვევაა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა და უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.