გოგა ხაინდრავას განცხადება

რეჟისორ ს განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქმე ეხება ღალატს და ყველა, ვინც ამაში ნებით თუ უნებლიეთ მონაწილეობს, არის  თანამონაწილე. მისი თქმით, საქართველოსადმი დავით გარეჯის კუთვნილება კითხვის ნიშნის ქვეშ აქამდე არასდროს დამდგარა და ეს საკითხი დღის წესრიგში ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედების გამო დადგა. როგორც ხაინდრავა აცხადებს, ყველა ვისაც გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა დაისაჯოს.