გოგა ხაინდრავას განცხადება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილს და გარკვეულ მედიასაშუალებებს რუსეთის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.

ხაინდრავამ ამის მაგალითად იმ პროექტის შეჩერება დაასახელა, რომლის მიხედვითაც მუხაჯირების შესახებ ფილმის გადაღება იგეგმებოდა, თუმცა გოგა ხაინდრავას განმარტებით, ამ საკითხს მიხეილ სააკაშვილისგან და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ნეგატიური კამპანია მოჰყვა. ამის შემდეგ კი პროექტის დაფინანსების საკითხი აფხაზეთის მთავრობამ შეაჩერა. გოგა ხაინდრავას შეკითხვა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთანაც აქვს.