თბილისის პროკურატურაში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იკითხება. მისი ინფორმაციით, საქმე შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს. კინორეჟისორის თქმით, მის წინააღმდეგ მორიგი ცრუ და ცილისწამების შემცველი ინფორმაცია გაავრცელეს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას. გოგა ხაინდრავას თქმით , ტელეკომპანიამ ის კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.