კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლიეტუვის მხრიდან მისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. ხაინდრავასთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მისი დასანქცირება, მით უფრო, რომ მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ არცერთ ღონისძიებაში არ მონაწილეობდა, არ ეწევა პროპაგანდას და პრესკონფერენციებზე მისი გამოსვლები მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაა. კინორეჟისორი წერილით მიმართავს ლიეტუვის პრეზიდენტს და სანქციებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს ითხოვს.