გოგა ხაინდრავამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ხაინდრავას განმარტებით, ნარკოტიკის მოხმარების ახალ საფეხურზე ვართ და ამ საკითხზე საუბრისას, მთავარია, გათვალისწინებული იქნას მშობლების, მეგობრებისა და მთლიანად საზოგადოების აზრი, რადგან ქვეყანა კვლავ არ დადგეს იმ შედეგების წინაშე, რა შედეგებიც 70-იანი წლებიდან, ნარკოტიკის შემოტანის შემდეგ დადგა.

გოგა ხაინდრავას განცხადებით, დღეს ამ თემაზე პოლემიკა, წინა წლებთან შედარებით, საჯარო გახდა.

 

დატოვე კომენტარი