გოგა ხაინდრავა: საზოგადოებრივ მაუწყებელზე არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა, რადგან მაუწყებელი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომლის წინაშე მდგარი პასუხისმგებლობა არ არის კავშირში ფულთან, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც არავინ არ სთხოვს სიცრუეს, სიყალბეს გაუთავებელ სკანდალებს,– ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს შეტევა სამი მიმართულებით მიდის, ამბობენ, რომ კრიზისშია, ნადგურდება, თუმცა მაუწყებელში აბსოლუტურად საპირისპირო სურათია. ხაინდრავამ სახალხო დამცველის მიერ ბორდში წარდგენილ კანდიდატზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების მოთხოვნა ბელა ოსიპოვას კანდიდატურასთან დაკავშირებით.