გოდერძის განამარხებული ფლორა
აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი სხვადასხვა პერიოდის ნიმუშები დიდ მეცნიერულ მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთი საინტერესო ექსპონატი გახლავთ აჭარის რელიეფის მაკეტი, რომელიც ცნობილი გეოგრაფის ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.მაკეტი ცხადად წარმოაჩენს რეგიონის ტოპოგრაფიასა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას. ასევე, აღსანიშნავია მდინარე ძინძეს ხეობაში აღმოჩენილი განამარხებული ტყის ფრაგმენტი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში გოდერძის ფლორად არის ცნობილი და თარიღდება 8-6 მილიონი წლამდე. აქ მრავლად გხვდება სუბტროპიკული მცენარეების ნაშთები, რომლებიც სავარაუდოდ ვულკანური აქტივობის შედეგად არის დამარხული, ასევე აღმოჩენილია განამარხებული ადრეული ვაზის ნიმუშიც.