მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა, გოდერძი მახარაძემ, საკუთარ მიღწევებს ახალი რეკორდი შემატა.
რეკორდსმენმა ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ახალი შედეგი დააფიქსირა – მან კალათბურთის ბურთის თავით კენწლა სამ საათზე მეტ ხანს შეძლო. ფეხბურთის ბურთით გოდერძი მახარაძეს რვა საათი და 12 წუთი აქვს აკენწლილი, რაც მსოფლიო რეკორდია. ამჯერად მან თავით შედარებით მძიმე, კალათბურთის ბურთი აკენწლა. კალათბურთის ბურთის თავით კენწლის დღემდე არსებული რეკორდი საათი და 44 წუთი იყო. გოდერძი მახარაძემ ეს შედეგი თითქმის ორჯერ გააუმჯობესა. მან კალათბურთის ბურთი 3 საათისა და 12 წუთის განმავლობაში კენწლა, რაოდენობრივად ეს თავით ბურთზე 25300-ჯერ დარტყმაა.
გოდერძი მახარაძემ თავისი ახალი მიღწევები სოხუმის დაცემას მიუძღვნა.