გოდერძი ჩოხელის გახსენება

21:50, 10.10.2026

განსაკუთრებული სამყარო, რომელიც გოდერძი ჩოხელმა ქართულ ლიტერატურასა და კინოში შექმნა. მწერალი, პოეტი, ნოველისტი და კინორეჟისორი დღეს მის მშობლიურ სოფელში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სწორედ გუდამაყარში, ჩოხში მწერლის მეგობრებმა და თანამოაზრეებმა ისაუბრეს, თუ როგორი ემოციური ოსტატობით შეეძლო მწერალს დაებალანსებია სიკეთეე და ბოროტება, სიცილი და სევდა, სიცოცხლე და სიკვდილი. ღონისძიების სანახაობრივი ნაწილი ფოლკლორული ანსამბლების მუსიკალური ნომრები და მთის ტრადიციული დოღი იყო.

მსგავსი