ორ დღეში თბილისში ერთ-ერთი ცენტრალური საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, გმირთა მოედნიდან სანაპირომდე საგზაო მონაკვეთი გაფართოვდება. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მიზანი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სატრანსპორტო კვანძზე საავტომობილო მოძრაობის გამარტივებაა. რეაბილიტაციის დაწყებამდე, ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურები აიღეს.
მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის დღე-ღამის რომელ მონაკვეთში წარიმართება სამუშაოები და როგორ შეიზღუდება მოძრაობა ამ პერიოდში.