გმირთა მემორიალის გახსნა სამხედრო ქალაქში

სამხედრო ქალაქში გმირთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა. სამხედრო ქალაქში მცხოვრებმა სამხედროებმა მემორიალისა და მის გარშემო სკვერის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე თავად იმუშავეს, რომ სიმბოლურად 8 აგვისტოს ომში დაღუპული თანამებრძოლების და მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაეხსნათ. ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს, თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი