გლოვის დღე საქართველოში

საქართველოში გლოვის დღეა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

7 აპრილს მომხდარ შემთხვევას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას მდინარე ენგურში დაიღუპნენ.