უკრაინაში გლოვის დღეა. 4 აპრილს კრივოი როგზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის მასშტაბით დროშები დაეშვება. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაც ცხრა ბავშვია. დაშავებულია 61 მოქალაქე. პარალელურად, რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს და ამჯერად ბალისტიკური რაკეტებით იერიში კიევზე მიიტანა, ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია სამი ადამიანი, რომელთაგან ორი ჰოსპიტალიზებულია.