გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ბრატისლავაში

რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – ივნისის შემდეგ ჩატარებულ სამუშაოებს და საკუთარ მოლოდინს პრემიერი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებს ამჯერად სლოვაკეთში გააცნობს. 1 000-ზე მეტი მონაწილე 65 ქვეყნიდან – ბრატისლავა გლობალური უსაფრთხოების ფორუმს მასპინძლობს. თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მთავრობის მეთაური ძირითად აქცენტებს სწორედ კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე გააკეთებს. მიმართვა შეეხება უკრაინის ომის შემდეგ გაუარესებულ უსაფრთხოების და გეოპოლიტიკურ გარემოს და ამ კონტექსტში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსაც. სწორედ უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკური საკითხებია ბრატისლავას დღის წესრიგის მთავარი თემები.

„მოამბე“ სლოვაკეთის დედაქალაქშია, – გიორგი კობერიძე ბრატისლავადან.