გლობალური სასურსათო კრიზისი

რუსეთის აგრესიის და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გამწვავდა.

სურსათის ფასების მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულზეა. სასურსათო პროდუქტების გლობალური დეფიციტის და მაღალი ფასების შედეგად ყველაზე რთულ მდგომარეობაში ღარიბი ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია, მოქალაქეები შიმშილის ზღვარზე არიან. ჩაკეტილ უკრაინულ პორტებში მილიონობოთ ტონა საექსპორტო ხორბალია ბლოკირებული. ვაშინგტონი მოსკოვს მარცვლეულის გასატანად პორტების დაუყოვნებლივ გახსნისკენ და შავი და აზოვის ზღვების ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ რუსეთი საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითხოვს.