გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

გლობალური მეწარმეობის კვირეულს საქართველოც შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. სასტუმრო “ჰოლიდეი-ინნში” 25-მდე ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, მათ პოტენციურ თანამშრომლებს ხვდებიან.

ფორუმი ძირითადად ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების ქართველი მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მასში ჩართვა სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ. ფორუმის მეორე ნაწილს პრაქტიკული დატვირთვა აქვს, იგი დასაქმების მაძიებლებისთვის განკუთვნილ სესიებს გულისხმობს, სადაც ტრენერები მათ CV-ისა თუ სამოტივაციო წერილის მომზადებისთვის, ასევე წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო რჩევებს მისცემენ.