„გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“

შვეიცარიული საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიის მიერ „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შესაბამისად, საქართველომ საკუთარი პოზიცია 9 ადგილით გააუმჯობესა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

კვლევის შედეგად საქართველო მსოფლიოში ამ მაჩვენებლით 41-ე ადგილზეა. ილია დარჩიაშვილის თქმით, მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე საქართველოს ცნობადობისა და ქვეყნისადმი მიზიდულობის გაზრდის თვალსაზრისით, საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.