გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, თბილისში საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივა სახელმწიფოთა არაფორმალური საერთაშორისო პარტნიორობაა, რომლის მიზანია, გლობალურად გაძლიერდეს მზადყოფნა ჯანმრთელობის დაცვაზე და თავიდან იქნას აცილებული ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული ტერორიზმი.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული, საფრთხეების პრევენციის მიზნით, ერთიანი ჯანდაცვის კონტექსტში, მონაცემების შეგროვებასა და რეაგირების ერთიან სისტემას გულისხმობს.