გლობალური გამოწვევები და საქართველოს სატრანზიტო როლი

21:15, 07.04.2026

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დღის წესრიგში კიდევ უფრო ააქტიურებს ენერგორესურსების, პროდუქტებისა და ტვირთების გადაზიდვების ალტერნატიული მარშრუტების მოძიების საკითხს.

გლობალური გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი არხის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რომელიც მსოფლიო ნავთობის მეხუთედის გამტარია, მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიაყენა. ამ ფონზე სტაბილური და უსაფრთხო გზების ძიების პროცესში საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო როლს და მნიშვნელობას მკვეთრად ზრდის. ამ გზავნილით იყო ჩამოსული გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, რომელმაც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის პროექტში საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და დაინტერესებულ ქვეყნებს თბილისიდან უთხრა, რომ აზერბაიჯანიდან 16 მიმართულებით ენერგორესურსების ექსპორტი სწორედ საქართველოდან იწყება. ამ განცხადებას მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. ცალკეული ევროპელი ლიდერები შუა დერეფნის პროექტზე და ამ მიმართულებით დაკავშირების გაძლიერებაზე საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ. ეს ტენდენცია ბოლო თვეებში გამართულ დისკუსიებსა და შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა.

მსგავსი