გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.

რეაბილიტირებული ხიდები თბილისის მერმა დაათვალიერა. სამუშაოების ფარგლებში, ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს, სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდები აშენდა.

გარდამავალ პროექტზე სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გასული წლიდან ახორციელებდა.