გლდანში მოზარდს იარაღი გაუვარდა, რასაც ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

გლდანში ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მკვლელობის იარაღი მათ თანამშრომელს ეკუთვნის. ტრაგიკული შემთხვევა ორი დღის წინ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს იარაღი მაშინ გაუვარდა, როდესაც მისი ძმა პისტოლეტის წართმევას ცდილობდა. ტყვია კი მათთან სტუმრად მყოფ ახალგაზრდა გოგოს მოხვდა. დაღუპული სტუდენტი იყო და თბილისში, სავარაუდოდ, ამ ოჯახის ფართს ქირაობდა.

მომხდარზე უკვე გამოიკითხნენ არასრულწლოვნის ოჯახის წევრები. 13 წლის მოზარდი დაკავებული არ არის.