გლდანის საოლქო კომისიაში სამი საჩივარი შევიდა

13:08, 28.10.2018

სამი საჩივარი შევიდა ამ დროისთვის გლდანის საარჩევნო საოლქო კომისიაში. საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.

საჩივრის დარეგისტრირება დღეს უბანზე პირადად ითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა.

შალვა ნათელაშვილსა და 83-ე უბნის თავმჯდომარეს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი